ამ გვერდის ამობედვა

"ამ ბავშვს ყველამ ერთად ვკარით ხელი იმ ფანჯარასთან და ყველა მკვლელები ვართ "

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის სიმართლე 15 წლის ლუკაზე ყველამ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა წავიკითხოთ:

“არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები, რომლებიც უცებ ვივიწყებთ, რომ გუშინ ზუსტად მათი მსგავსი ვიყავით.

 

ამ ბავშვს ყველამ ერთად ვკარით ხელი იმ ფანჯარასთან და ყველა მკვლელები ვართ – ყოველგვარი ლიტერატურული კეკლუცის გარეშე.

 

სანამ არ ვისწავლით, რომ სხვადასხვა მოზარდთან ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვანაირად დაისმის, არაფერი გვეშველება და ვიდგებით ასე უდროო და სასტიკ სიკვდილთან პირისპირ და უკვე მიხურულ კარზე ვაკაკუნებთ.”

წაკითხვა 611 ჯერ