ამ გვერდის ამობედვა

"მიკვირს იმ ადამიანების გულუბრყვილო განცხადებებისა და ”დასაბუთებების”, რომ ამ არნახული კრიზისიდან საქართველო შეიძლება უფრო გაძლიერებული გამოვიდეს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დადგომას და გადაწყობას ახალი რეალობის შესაბამისად, სჭირდება სერიოზული პროგრამა, კარგი მენეჯმენტი და დრო.


ძალიან მიკვირს იმ ადამიანების გულუბრყვილო განცხადებების და ”დასაბუთებების”, რომ ამ არნახული კრიზისიდან საქართველო შეიძლება უფრო გაძლიერებული გამოვიდეს. ასე შეიძლება თქვას ჩვენზე წინ მდგომმა ასზე მეტმა სახელმწიფომ. რის საფუძველზე? იმის, რომ ელემენტარულად წინ არიან.


თუ დამამშვიდებელი ფსიქოთერაპიაა და იტყუებიან, კარგით, მივუტევოთ. პოლიტიკური გეგმები აქვთ? შეიძლება გაუგო. კარგად განაწყობს ამომრჩეველს ნათელი მომავლის დაპირება. თუ არც ერთია და არც მეორე? მაშინ პასუხი თქვენთვის მომინდი," - წერს ის.

წაკითხვა 562 ჯერ

სიახლეები