ამ გვერდის ამობედვა

Twitter და TikTok შესაძლოა გაერთიანდეს

Twitter-მა, გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები გამართა ჩინური აპლიკაციის, TikTok–ის მფლობელებთან.

ამის შესახებ The Wall Street Journal სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოცემის თანახმად, Twitter  დაინტერესებულია TikTok-ის აშშ-ის სექტორთან გაერთიანებით.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის პოლულარობა საფრთხეს უქმნის მოქალაქეების პირადი ცხოვრების უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას. პრეზიდენტმა ამერიკულ კომპანიებს მოსთხოვა, რომ TikTok 15 სექტემბრამდე შეიძინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაციის გამოყენება აშშ-ის მასშტაბით აიკრძალება. 

წაკითხვა 459 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2020

სიახლეები