ამ გვერდის ამობედვა

“რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუქებით?!”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
 
 
“რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუქებით?!” - ეს “დამანგრეველი” არგუმენტი დაახლოებით იმას გავს:
 
შვილი რომ გყავთ მძიმედ ავად, ცდილობთ უმკურნალოთ. ვიღაც “კეთილისმყოფელი” შემლოცველს მოიყვანს, რომელიც განკურნებას გპირდებათ 5 ლარად. თქვენ უარს ეუბნებით და მერე უბანში “გამუნათებენ”, რომ შვილი არ გიყვარს...
 
მერე სოციალური სამსახურიც მოყავთ, მშობლის უფლების ჩამოსართმევად. მოწმეებიც პირზე გადგებიან, როგორ თქვი უარი შვილის განკურნებაზე, ე.ი. მისი სიკვდილი გინდაო..."-წერს ის.
წაკითხვა 627 ჯერ

სიახლეები