ამ გვერდის ამობედვა

,,ეს არის სახელმწიფო ენის პატივისცემა" - გოგა ჩანადირი

,,რა კარგია - თბილისში ტაქსის ქართულენოვანი ნიშნები გამოჩნდა. აქამდე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერები იყო", - ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სწორედ ,,ეს არის სახელმწიფო ენის პატივისცემა".

 

,,იმედი მაქვს, მოასფალტებულ სადგომებსაც დაემატება ქართულად დაწერილი "ტაქსი", რომელზეც, ჯერჯერობით, მხოლოდ ლათინურად აწერია.

ქართულ-ლათინური წარწერები მონაცვლეობით უნდა ეწეროს და უცხოელიც გაერკვევა. ყოჩაღ, ამ აბრების გამკეთებელს!", - წერს გოგა ჩანადირი.

წაკითხვა 581 ჯერ

სიახლეები