"წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ის ტერორისტია" - გვარამია
დავით ხვიბლიანი ჯარისკაცია, ბიბლიოთეკარი თუ მეწისქვილე, საერთოდ არ მადარდებს.
წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ტერორისტია. პირნათლად შევასრულე ჩემი სამოქალაქო ვალდებულება და პატრულს ვაცნობე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.
"აბა მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას?! პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ქონდეს ხვიბლიანზე, მით უფრო, როცა 20 ადამიანის სიცოცხლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს ამ ინფორმაციით.
რაც შეეხება ჩემ შინაგან რწმენას, მას როგორც ფაქტს, ვერ გავავრცელებ, მაგრამ როგორც მოსაზრებას - ცხადია კი.
დარწმუნებული ვარ ხვიბლიანის თანამონაწილეობაში და ყველა ინდიკატორი ამას ამტკიცებს:
შიდა ვიდეო კადრები, სადაც ზედაპირზეა, რომ ფეიკ მძევალია და იქცევა, როგორც ოპერაციის ტვინი, არათუ უბრალო თანამონაწილე;
ჩემთან დარეკა საკუთარი ალიბის შესაქმნელად, და გვარი არაფრით არ მითხრა.
რა მოტივით დამალა გვარი მძევალმა?
როგორ და რატომ წავიდა "სამავოლკაში" სენაკის მკაცრად რეგულირებული ბაზიდან?
ბანკში ქონდა საქმე და პრაქტიკულად დანაშაული ჩაიდინა ამის გამო?
თან მაინცდამაინც ზუგდიდის ბანკში ქონდა საქმე და სენაკში ბანკები არაა?" - წერს გვარამია.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი