ამ გვერდის ამობედვა

"მე რომ დამეწერა, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ" - გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული მეორე განცხადება, მისი დაწერილია.

 

როგორც გვარამია აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და განცხადების ტექსტთან დაკავშირებითაც განსხვავებული პოზიცია აქვს.

 

,,სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე.

 

ჯერ ერთი, სამსაათიანი მთავარი იწყებოდა და მოგვაწოდა ბატონმა ვაშაძემ საკუთარი განცხადება (უკაცრავად, თქვენ თუ არ მოგაწოდათ და ჩვენთვის მოწოდება უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა). და როგორც კი მომივიდა მესიჯად ეს განცხადება, სრულიად უცვლელად, სამს რომ 2 წუთი აკლდა, ჩავუგდე პროდიუსერს და დავდე საკუთარ ფბ გვერდზე.

 

მეორე, მე რომ დამეწერა ეს განცხადება, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ. თუ გგონიათ, რომ ჩემს პოზიციას სრულად ეთანხმება ეს ტექსტი, შემცდარხართ", - წერს გვარამია.

წაკითხვა 665 ჯერ

სიახლეები