ამ გვერდის ამობედვა

,,ახლა გავიგე რომ გარდაცვლილა, ხალხის მოყვარული და ნამდვილი კაცი..." - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, პარლამენტის ყოფილი წევრის, ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

,,ახლა გავიგე, რომ ბიძინა გუჯაბიძე გარდაცვლილა. ეროვნული მოძრაობის ღირსშესანიშნავი ფიგურა; გურიაში ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედი; შემდეგ ,,ოცნების" უმრავლესობაში მყოფი და ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მაინც ყოველთვის საყვარელი ადამიანი, წესიერი, ხალხის მოყვარული და ნამდვილი კაცი.

 

RIP ბიძინა გუჯაბიძე 

 

ვიზიარებ ოჯახის და ყველა მეგობრის მწუხარებას", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 1310 ჯერ