ამ გვერდის ამობედვა

,,საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, ქვეყანა გადაარჩინეს" - კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის" წარმატებას ეხმაურება.

,,ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ძალიან მიკვირს აღნიშვნები პათოსით; ,,უი, ხომ ხედავ, კაცებსაც კი აჯობეს". ყოველგვარი პოლიტკორექტული კეკლუცის გარეშე - დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში, საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს - კაცებისგან ერთმანეთისთვის გამეტებული ტყვიით დაცხრილული ქვეყანა.

 

ჰოდა, მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან! გილოცავთ!", - წერს გიორგი კეკელიძე.

 

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი "კლუჟი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

 

"ლანჩხუთი" პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

წაკითხვა 435 ჯერ