ამ გვერდის ამობედვა

ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტესტი COVID-19-ზე ჯოკოვიჩის მეუღლემ და ბავშვებმაც ჩააბარეს. ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბავშვებს - არა.

 

"ჩვენ მოვაწყეთ ტურნირი, როდესაც ვირუსმა იკლო. გვჯეროდა, რომ არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ტურნირი მოვაწყოთ. სამწუხაროდ, ვირუსი არ წასულა და ეს ახალი რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ძალიან ვწუხვარ ინფიცირების ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე. იმედი მაქვს, რომ ეს არავის ჯანმრთელობას დააზარალებს და ყველა კარგად იქნება. მე 14 დღით თვითიზოლაციაში გადავდივარ. 5 დღეში ტესტს კიდევ ერთხელ გავივლი", - ნათქვამია ჩოგბურთელის განცხადებაში. 

წაკითხვა 482 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020