ბიძინა ივანიშვილის ასტროლოგიური პორტრეტი: დასავლური და აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ბიძინა ივანიშვილი ქართველი მილიონერია, რომელიც 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.
მანვე დააარსა პარტია ”ქართული ოცნება", რომელიც დღესდღეობით ჩვენს სახელმწიფოს მართავს. ის 1956 წლის 18 თებერვალს დაიბადა, შესაბამისად, დასავლური ჰოროსკოპით მისი ნიშანი - მერწყულია, აღმოსავლურით კი მაიმუნი გახლავთ.
როგორები არიან მაიმუნები?
მაიმუნები სახელს ნამდვილად ამართლებენ. ამ წელს დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული გამჭრიახობა, კარგი ინტუიცია და ოსტატური ლავირების უნარი აქვთ. მაიმუნი ცვალებადი და მოუხელთებელი ბუნებისაა, შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი... გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც მას იმ მომენტში ამოძრავებს. მაიმუნებს ადამიანების ნდობის ოსტატურად მოპოვება შეუძლიათ. ისინი კარგად ნიღბავენ ქედმაღლობას. მაიმუნების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ საზოგადოებაზე მინიმუმ ერთი საფხურით მაღლა დგას. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანი უზომოდ პატივმოყვარე და ამაყია.
მაიმუნს აქვს კარგად განვითარებული შორსმჭვრეტელობის ნიჭი. ასევე, იგი უზომოდ ცნობისმოყვარეა, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის საქმის კურსშია. აქვს გასაოცარი უნარი, სწრაფად იპოვოს გზა, ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ თუ სპონტანურად არ უწევს მას ამის გაკეთება, მალევე კარგავს ინტერესს და მოტივაციას. ამ ადამიანის ბოლომდე გაცნობა საკმაოდ რთული და, შეიძლება ითქვს, შეუძლებელიც კია. იგი არათუ სხვებს, ბოლომდე საკუთარ თავსაც არ ენდობა.
როგორები არიან მერწყული მაიმუნები?
მაიმუნის ეშმაკობა და ლავირების უნარი, მერწყულის ჰუმანიზმთან და კაცთმოყვარეობასთან ერთად, ძალზე საინტერესო და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს იძლევა. მაიმუნ-მერწყულს უყვარს სწავლა, ამიტომ გამუდმებით ცდილობს ერუდიციის დონე აიმაღლოს. იგი უზომოდ ცნობისმოყვარე და კონტაქტურია, თუმცა პერიოდულად მარტოობაც ესაჭიროება, აქედან გამომდინარე მის ცხოვრებაში აქტიურ პერიოდებს, ხშირად ცვლის აბსოლუტური პასიურობის ხანა, რომლის დროსაც მაიმუნი-მერწყული დახარჯულ ძალებს ინაზღაურებს.
როგორი ნიშანია მერწყული?
ადამიანები, რომლებიც მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, ხასიათის მრავალმხრივობით გამოირჩევიან. მერწყულს ერთბაშად ორი პლანეტა მართავს, ბისექსუალური ენერგეტიკით დამუხტული ურანი და გამოკვეთილი მამაკაცური თვისებების მქონე სატურნი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ერთი მხრივ ნოვატორები, რეფორმატორები და დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები არიან, მეორე მხრივ კი სატურნის გავლენით, მათში პერიოდულად დეპრესიული განწყობა სჭარბობს, რაც მერწყულებს ხშირად განმარტოებისა და იზოლაციისკენ უბიძგებს, რის გამოც გარშემო მყოფთა შორის ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანებად ითვლებიან.
წყარო: astrologi.ambebi.ge
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი