ფრანგული გამოცემა ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს ცნობილ ქველმოქმედებს შორის ასახელებს

ფრანგული გამოცემა „კონტრეპუა“ ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს ცნობილ ქველმოქმედებს შორის ასახელებს.

გამოცემა სტატიას აქვეყნებს სათაურით „მილიარდერები, რომლებიც ქველმოქმედებას განსხვავებულად ახორციელებენ“.

 

ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეიტსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფენი ამტკიცებენ, რომ არსებობს არაერთი გზა, გამოიყენო შენი სიმდიდრე მსოფლიოსა და შენი მეზობლების პირობების გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია სტატიის შესავალში. „როდესაც იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ცხოვრებიდან წავიდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენა და განაცხადა, რომ საკუთარი აქტივების 95 პროცენტზე მეტს, ანუ 1.5 მილიარდი დოლარის ქონებას თავისი ოჯახის ფონდს უტოვებდა, რითაც ის იმავე კატეგორიაში მოექცა, სადაც უკეთ ცნობილი ფილანტროპები მოიაზრებიან, როგორებიც არიან გეითსები, ბაფეტი და სხვები. დაარსების დღიდან, 1995 წლიდან „ქართუ ფონდს“ 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გაცემული“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

სტატიაში  ნათქვამია ისიც, რომ  ბიძინა ივანიშვილმა წამყვანი როლი იკისრა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულმასშტაბიან რესტავრაციაში, „ქართუ ფონდს“ ასევე წვლილი შეაქვს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.  სტატიაში საუბარია მთაწმინდის მთის ქედზე ტყის აღდგენისა და შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის შესახებ.

წაკითხვა 588 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.