ამ გვერდის ამობედვა

რა დავახვედროთ კურდღელს - მიხეილ ცაგარელის რჩევები

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2023 წელი კურდღლის წელია. უფრო ზუსტად კი კატა-კურდღლისა. ტრადიციულად, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ ახალ წელს და რა დავახვედროთ 2023 წლის მთავარ სიმბოლოს. ამის შესახებ ბატონმა მიშამ ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ისაუბრა:

„სიმბოლოდან გამომდინარე, 2023 წლის მთავარი ფერები იქნება ლურჯი, ცისფერი და შავი. ზოგიერთი უწოდებს შავი კატა-კურდღლის წელს და არ გაგიკვირდეთ. ასევე მისაღებია მწვანე, როგორც წყლის სტიქიის ერთ-ერთი ფერი. ასევე, საახალწლოდ ამ ფერების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერცხლისფერი და ნაცრისფერიც.

 

რაც შეეხება სუფრას. დადეთ რაც შეიძლება მეტი საკვები - ნამცხვრები, საცივი, თევზეული, ხორცეული, სასმელები... ნებისმიერი რამ შეგიძლიათ წელს დადოთ სუფრაზე, არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.

 

არც სიმბოლიკა დაგავიწყდეთ. აღმოსავლური კალენდრით კატა-კურდღელი შემოდის 22 იანვრის ღამეს, ამიტომ 31 დეკემბერს სუფრაზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2 სიმბოლიკა - ვეფხვის და კატის ან კურდღლის. წინ დაუდეთ ხორცი, კურდღელს - სტაფილო, რათა პატივისცემა ვაგრძნობინოთ და მათი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

წაკითხვა 531 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2022