ამ გვერდის ამობედვა

როგორი კერძები უნდა დაახვედროთ სუფრაზე ზოდიაქოს ნიშნებს

ძნე­ლია გა­ა­ხა­როთ ყვე­ლა სტუ­მა­რი, როცა მათ სა­დილ­ზე და­პა­ტი­ჟებ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­წყვი­ტოთ რა საკ­ვე­ბი მო­ამ­ზა­დოთ, რამ­დე­ნი კერ­ძი იქ­ნე­ბა სუფ­რა­ზე, რა სას­მე­ლი უნდა მი­ირ­თვათ, რო­გო­რი გა­სარ­თო­ბი უნდა მო­უმ­ზა­დოთ სტუმ­რებს. ხომ იცით, ვინ გე­ყო­ლე­ბათ სტუმ­რად, ჰოდა, გან­ვი­ხი­ლოთ ას­ტრო­ლო­გი­უ­რად, რო­გორ გა­ა­ხა­როთ თქვე­ნი სტუმ­რე­ბი, მათი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი ცე­ცხლის ნი­შა­ნია. სწრა­ფი, ძლი­ე­რი, მა­მა­ცი, ენერ­გი­უ­ლი და ამი­ტომ მას სჭირ­დე­ბა ბევ­რი ენერ­გია, ვერძს უყ­ვარს ხორ­ცი, გან­სა­კუთ­რე­ბით ცე­ცხლზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი. გა­უ­მას­პინ­ძლდით ქა­ბა­ბით, მწვა­დით.

 

ნუ ეც­დე­ბით კუ­როს გარ­თო­ბას, სა­ნამ სუფ­რა­ზე საჭ­მე­ლი იქ­ნე­ბა, ის მხო­ლოდ ამით იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი. კურო არ არის პრე­ტენ­ზი­უ­ლი საკ­ვე­ბის მი­მართ. მთა­ვა­რია, სუფ­რა­ზე იყოს გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი და ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

 

აქ­ტი­უ­რი, მსუ­ბუ­ქი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ტყუ­პი სა­დილ­ზე უნდა გა­ერ­თოს, მათ­თვის საკ­ვე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. შე­გიძ­ლი­ათ მო­უმ­ზა­დოთ სენდვი­ჩე­ბი, კა­ნა­პე­ე­ბი, ღვე­ზე­ლე­ბი, პო­პ­კორ­ნი… მთვა­რია, ჭა­მამ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში არ შე­უ­შა­ლოს ხელი. ამას­თან, ტყუპს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცია… ჭა­მის დრო­საც კი.

 

კირჩხი­ბი აფა­სებს სიმ­ყუდ­რო­ვეს, კომ­ფორ­ტს და ში­ნა­ურ გა­რე­მოს. მის­თვის არაფ­რის ზე­ბუ­ნებ­რი­ვის გა­კე­თე­ბა არ გჭირ­დე­ბათ, საკ­ვე­ბის მხრივ, მო­უმ­ზა­დეთ სა­კუ­თა­რი ხე­ლით, გა­მო­წე­რილ კერ­ძებს ნუ მი­არ­თმევთ. კირჩხი­ბი ამას და­ა­ფა­სებს. მას ნამ­დვი­ლად უყ­ვარს, დე­სერ­ტი და უმ­ჯო­ბე­სია, ეს უკა­ნას­კნე­ლი შო­კო­ლა­დის იყოს.

 

თუ ლომი გყავთ სტუმ­რად, გახ­სოვ­დეთ, რომ ლომი მე­ფეა. და კერ­ძე­ბი უნდა იყოს სა­მე­ფო, მდიდ­რუ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მი­არ­თვით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი, დე­ლი­კა­ტე­სე­ბი. მის­თვის უნდა მო­ამ­ზა­დოთ გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მო­ად­გე­ნა, შოუ.

 

სი­ზუს­ტე, ყუ­რა­დღე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - ეს არის ქალ­წუ­ლის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ამი­ტომ, ის ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თქვენს სუფ­რა­ზე საკ­ვე­ბი უნდა იყოს ჯან­სა­ღი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა. გა­მო­უ­ცხვეთ პური, მო­უმ­ზა­დეთ სა­ლა­თე­ბი, სუფ­რა­ზე უხ­ვად და­ა­ლა­გეთ ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი.

 

სას­წო­რი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბუ­ნებ­რივ და და­ბალ­კა­ლო­რი­ულ საკ­ვებს. სუფ­რას­თან თავი ელე­გან­ტუ­რად რომ იგ­რძნონ, იზ­რუ­ნეთ მა­გი­დის გა­ფორ­მე­ბა­ზე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით, ლა­მა­ზი ხელ­სა­ხო­ცე­ბით. გა­მო­იწ­ვი­ეთ სა­ცეკ­ვა­ოდ, მო­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, გა­ა­ნე­ბივ­რეთ ქა­თი­ნა­უ­რე­ბით.

 

მო­რი­ე­ლი საჭ­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი წე­სით ხელ­მძღვა­ნე­ლობს: რაც უფრო ლა­მა­ზი და არო­მა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა საკ­ვე­ბი, მით მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს მის­გან. სა­ნე­ლებ­ლე­ბით მდი­და­რი კერ­ძე­ბი მას ნამ­დვი­ლად მო­ე­წო­ნე­ბა. მი­არ­თვით კერ­ძი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით; ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლი და სა­უ­ცხოო დე­სერ­ტი.

 

მშვილ­დო­სა­ნი მოგ­ზა­უ­რის ნი­შა­ნია და რო­დე­საც მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, ცდი­ლობს ეგ­ზო­ტი­კურ სამ­ზა­რე­უ­ლო და­ა­გე­მოვ­ნოს. რა თქმა უნდა, გვე­ლე­ბი­სა და ნი­ან­გის მომ­ზა­დე­ბას არა­ვინ გთხოვთ, მაგ­რამ სუფ­რა­ზე ერთი ორი ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძით ან დე­სერ­ტით სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცებთ.

 

თხის რქის­თვის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა რთუ­ლი არაა. ის კვე­ბა­შიც კი აფა­სებს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­სა და წეს­რიგს. თუ სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე და­პა­ტი­ჟეთ ვახ­შამ­ზე, არც ერთი წუთი არ გა­და­ა­ცი­ლოთ. საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბა თხის რქის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. მო­უმ­ზა­დეთ მარ­ტი­ვი და ჯან­სა­ღი. წვნი­ა­ნი და სა­ლა­თე­ბი, ასე­ვე ხი­ლის ასორ­ტი და ტრა­დი­ცი­უ­ლი დე­სერ­ტი.

 

მერ­წყუ­ლე­ბის­თვის საჭ­მე­ლი არ არის მი­ზა­ნი, არა­მედ სა­შუ­ა­ლე­ბაა, მთელ ოჯახ­თან ერ­თად ერთ მა­გი­დას­თან შე­იკ­რი­ბონ. მერ­წყულს უყ­ვარს ორი­გი­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბი და არ იქ­ნე­ბა პრე­ტენ­ზი­უ­ლი, თუ სუფ­რა­ზე გან­სხვა­ვე­ბულ რა­მეს მი­არ­თმევთ. და­ა­ლე­ვი­ნეთ კოქ­ტე­ი­ლე­ბი, მო­უმ­ზა­დეთ გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა, თუნ­დაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბით.

 

თევ­ზებს უყ­ვართ ჭამა. და სა­სურ­ვე­ლია, სუფ­რა ლა­მა­ზად გა­წყო­ბი­ლი კერ­ძე­ბით იყოს აფეთ­ქე­ბუ­ლი. სუფ­რა­ზე უნდა იყოს ისე­თი კერ­ძე­ბი, რო­გო­რი­ცაა ქა­თა­მი, თევ­ზი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი. დარ­წმუნ­დე­ბით, რომ სუფ­რა­ზე საკ­მა­რი­სად.

 

წყარო

წაკითხვა 230 ჯერ

სიახლეები