ამ გვერდის ამობედვა

ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს 2024 წელს

2024 წლის სიმ­ბო­ლო მწვა­ნე ხის დრა­კო­ნია. ბრძენ მი­თურ არ­სე­ბას შე­უძ­ლია სამ­ყა­როს ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტანს. ეს არის აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ფე­რა­დი ცხო­ვე­ლი. 2024 წელს მო­აქვს იღ­ბა­ლი, კე­თილ­დღე­ო­ბა და გარ­კვე­უ­ლი გარ­ღვე­ვა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან თა­ვი­ანთ მიზ­ნებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას.

დრა­კო­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ცხო­ვე­ლია, დი­დე­ბუ­ლი, ჩი­ნე­თის იმ­პე­რი­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. მწვა­ნე ხის დრა­კო­ნი წლის მმარ­თვე­ლო­ბას 2024 წე­ლის 10 თე­ბერ­ვალს ჩა­ი­ბა­რებს. მწვა­ნე ხის დრა­კო­ნის წინა წლე­ბი იყო 1904 და 1964 წლე­ბი.

 

2024 წლის ელე­მენ­ტია ხე, რო­მე­ლიც ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. თუ სწორ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი შეძ­ლებს წინსვლას და გან­ვი­თა­რე­ბას.

 

მწვა­ნე არის სი­ცო­ცხლის ფერი, გა­ნახ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. აღ­მო­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ში ეს ნიშ­ნავს სიმ­შვი­დეს, მოქ­ნი­ლო­ბას და გა­რე­მო­ე­ბებ­თან ადაპ­ტა­ცი­ის უნარს თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ.

 

დრა­კო­ნი ენერ­გი­ის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის და წარ­მა­ტე­ბე­ბის სიმ­ბო­ლოა! ჩი­ნურ მი­თო­ლო­გი­ა­ში ეს არის ბრძე­ნი და სიმ­პა­თი­უ­რი არ­სე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თგუ­ლი. თა­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ დრა­კო­ნი ერ­თა­დერ­თი მი­თუ­რი არ­სე­ბაა ჩი­ნურ კა­ლენ­დარ­ში.

 

2024 წელს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა: კა­რი­ე­რუ­ლი აფ­რე­ნა, შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბა, შე­რი­გე­ბა ხან­გრძლი­ვი ჩხუ­ბის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. ხის დრა­კო­ნი ყვე­ლა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი არ­სე­ბაა თა­ვის ძმებს შო­რის (ჩი­ნურ კა­ლენ­დარ­ში 5 სტი­ქი­ის დრა­კო­ნი არ­სე­ბობს: ხის, წყლის, მი­წის, ცე­ცხლი­სა და ლი­თო­ნის). ის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში და შე­ეც­დე­ბა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნოს წინა წლე­ბის შო­კის­გან.

 

იუ­პი­ტე­რის ტრან­ზი­ტი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ში გვიჩ­ვე­ნებს, თუ ვის ექ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მეტი იღ­ბა­ლი 2024 წელს. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში იუ­პი­ტე­რი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტაა. რო­მე­ლიც აძ­ლევს ადა­მი­ა­ნებს სი­ხა­რულს, კმა­ყო­ფი­ლე­ბას, მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას, მხარ­და­ჭე­რას და დაც­ვას, წარ­მა­ტე­ბებ­სა და იღ­ბალს.

 

იუ­პი­ტე­რი ზო­დი­ა­ქოს მთე­ლი წრის გავ­ლას და­ახ­ლო­ე­ბით 12 წელი ან­დო­მებს. ხოლო თი­თო­ე­ულ ნი­შან­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წელს ატა­რებს. 2024 წლის 26 მა­ი­სამ­დე იუ­პი­ტე­რი კუ­რო­ში მოძ­რა­ობს და ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია. 26 მა­ი­სი­დან კი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა ტყუ­პის ნი­შან­ში გა­და­ვა 2025 წლის 9 ივ­ნი­სამ­დე.

 

2024 წელს იღ­ბა­ლი გა­უ­ღი­მებს კუ­როს, ქალ­წულს, თხის რქას, ასე­ვე ტყუპს, სას­წორს და მერ­წყულს.

 

26 მა­ი­სამ­დე კურო შეძ­ლებს თა­ვი­სი გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, თუ მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მო­რა­ლურ ნორ­მებ­სა და პრინ­ცი­პებს. ის, რაც 2023 წელს იყო და­გეგ­მი­ლი, რე­ა­ლურ ფორ­მებს მი­ი­ღებს 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და მო­ი­ტანს სი­ხა­რულს და კმა­ყო­ფი­ლე­ბას. კურო შეძ­ლებს ცნო­ბი­ე­რე­ბას გაზ­რდას, გან­ვი­თა­რე­ბას და წინსვლას.

 

ქალ­წუ­ლე­ბი რთულ კარ­მულ პე­რი­ოდს გა­დი­ან, რო­მე­ლიც 2023 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო და 2024 წლის 29 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა. მათ ტრან­ზი­ტუ­ლი ლი­ლი­ტი სტუმ­რობს, რო­მე­ლიც მათ ენერ­გი­ას არ­თმევს. მაგ­რამ იუ­პი­ტე­რი, რო­მე­ლიც ქმნის ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტებს ქალ­წუ­ლე­ბის მზეს­თან, ეხ­მა­რე­ბა სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში და სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. ქალ­წუ­ლის კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბა ხელს შე­უ­წყობს ლი­ლი­ტის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბას. და თუ ქალ­წუ­ლის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რთულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, იუ­პი­ტე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემს.

 

თხის რქე­ბის­თვის ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, უად­ვილ­დე­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. მა­ში­ნაც კი, თუ არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, მათ აქვთ და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. 26 მა­ი­სამ­დე ხელ­საყ­რე­ლი დროა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­საც­ნო­ბად, ბიზ­ნე­სის გა­სახ­სნე­ლად, სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად.

 

ჰა­ე­რის ელე­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ( ტყუ­პი, სას­წო­რი და მერ­წყუ­ლი ) მი­ი­ღე­ბენ სა­სარ­გებ­ლო ენერ­გი­ას იუ­პი­ტე­რის ტრან­ზი­ტით ტყუ­პის ნი­შან­ში 2024 წლის 26 მა­ი­სი­დან. ეს არის სუ­ლი­ე­რი გა­ნახ­ლე­ბის, ბედ­ნი­ე­რი გარ­დაქ­მნე­ბის დრო, ასე­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა­მედ სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში. ტყუპ­ში იუ­პი­ტე­რი ძლი­ე­რი არაა, მაგ­რამ თუ სა­კუ­თარ თავს და­უ­სა­ხავთ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას, მა­შინ 2024 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის.

 

იღ­ბლი­ა­ნი ტყუ­პი 2024 წელს ფა­ვო­რი­ტია. ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი იხ­სნე­ბა თქვენ­თვის. პო­პუ­ლა­რო­ბა, იღ­ბა­ლი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო აძ­ლი­ე­რებს თქვენს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. ბევ­რი შან­სია მი­აღ­წი­ოთ კე­თილ­დღე­ო­ბას, წინსვლას კა­რი­ე­რა­ში, თუ მო­ინ­დო­მებთ, მი­ი­ღებთ ახალ ცოდ­ნას, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებთ უნა­რე­ბის დო­ნეს და იმოგ­ზა­უ­რებთ. აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია, ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ქველ­მოქ­მე­დე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი აძ­ლი­ე­რებს იუ­პი­ტე­რის ტრან­ზი­ტის და­დე­ბით გავ­ლე­ნას ტყუ­პის­თვის.

 

2024 წელს 20-21 მა­ი­სი­დან 9-10 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით და­ბა­დე­ბულს ტყუპს უფრო გა­უ­მარ­თლებთ.

 

ტრან­ზი­ტუ­ლი იუ­პი­ტე­რი სას­წო­რის­თვის სი­კე­თის სხი­ვებს გაგ­ზავ­ნის ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ოდ­ში, რო­მე­ლიც 2024 წლის 29 ივ­ნისს და­ი­წყე­ბა და 9 თვე გაგ­რძელ­დე­ბა. ამ დროს ლი­ლი­ტის უარ­ყო­ფი­თი კარ­მუ­ლი წერ­ტი­ლი გა­და­ვა სას­წო­რის ნი­შან­ში და იუ­პი­ტე­რი, რო­მე­ლიც ქმნის ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს მზეს­თან სას­წორ­ში, შეძ­ლებს ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას. 2024 წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი მიზ­ნის, თქვე­ნი კარ­მუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­გე­ბა. ამ ტრან­ზი­ტის დროს თქვე­ნი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ვე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა ასე­ვე ხელს უწყობს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და კომ­ფორ­ტის გაზ­რდას ცხოვ­რე­ბა­ში.

 

მერ­წყუ­ლე­ბი აივ­სე­ბი­ან სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით, რო­დე­საც იუ­პი­ტე­რი გა­და­ვა ტყუპ­ში. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, შე­გიძ­ლი­ათ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ისე­ვე ად­ვი­ლად გაქ­რეს, რო­გორც მოვა. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო გულ­წრფე­ლი ხდე­ბა, მეტი შან­სია მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას პრო­ფე­სი­ა­ში, მი­ი­ღოთ აღი­ა­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და თვით­გა­მო­ხატ­ვის გზე­ბი, ახა­ლი სა­მუ­შაო, ახა­ლი ენერ­გი­ე­ბი და ამ­ბი­ცი­ე­ბი, აძ­ლი­ე­რებს ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბის ხელ­საყ­რელ ტენ­დენ­ცი­ებს.

 

წყარო

წაკითხვა 278 ჯერ

სიახლეები