ამ გვერდის ამობედვა

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი - დღეს ყველგან ლიდერი, პირველი და სანიმუშო უნდა იყოთ. თქვენი გამარჯვებით დასრულდება დიდხნიანი კონკურენცია ოპონენტთან. პირად ურთიერთობაში ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი. 


კურო - გაგაოცებთ საყვარელი ადამიანი, ძველი მეგობრები, რომლებსაც დიდი ხანია იცნობთ. ზოგიერთი ცვლილებაზე დაფიქრდება. რადიკალურს ნურაფერს მოიმოქმედებთ. 



ტყუპი - თავადაც გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეს შინ დარჩენა და ოჯახური სიმყუდროვე მოგინდებათ. თუმცა, მეგობრებთან ერთად მომავალი მოგზაურობის დაგეგმვაზე უარს ნუ იტყვით. 



კირჩხიბი - საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ და დილიდანვე შეუდგებით მოქმედებას. იყავით პოზიტიური და მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენას. 



ლომი - ეცადეთ, წვრილმანმა საქმეებმა არ მოგაცდინოთ მთავარს. გაერკვიეთ საქმიან პარტნიორებში, ნუ მოგერიდებათ და პირდაპირ ჰკითხეთ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ თქვენთვის. შეიძლება ძველი მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. 



ქალწული - ენერგეტიკული ღრუბელივით ხათ, ყველას განწყობას ისრუტავთ. ამიტომ, ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი თავი არ დაზიანოთ. ყველას მიეცით რჩევეა, მითითება როგორ მოიქცნენ, მაგრამ საქმეებს მათ ნაცვლად ნუ გააკეთებთ. 



სასწორი - საოჯახო ვალდებულებებისა და სამსახურის საქმეების მოგვარების დღეა. ახლობლებს ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს მგზავრობისას. 

მორიელი - დღევანდელი შეხვედრების/საქმეების გამო გაღიზიანებული ხართ. ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ფიტნეს-კლუბში ჩასწერად, რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულებისთვის. 



მშვილდოსანი - დღეს გაარკვევთ რაში ხართ ძლიერი და რაში დაგჭირდებათ დამატებით ცოდნის/გამოცდილების მიღება. ნათესავებსა და საოჯახო ვალდებულებებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. იყავით ზომიერი ყველაფერში. 



თხის რქა
 - "ვინც მოითმენს ის მოიგებს" - ეს თქვენზეა ნათქვამი და დღეს ნამდვილად მოიგებთ. შეიძლება წარსულში შესრულებული საქმეების გამო ჯილდო მიიღოთ ან საუკეთესო შედეგი მოლაპარაკებებისა და საქმეების წარმოებისგან. 



მერწყული - თამამი და მიზანმიმართული ხართ. არ გაგიჭირდებათ სასურველის მიღწევა. გარშემო მყოფებს ავანგარდიზმით (ჩაცმულობა, აზროვნება) გააკვირვებთ. საღამო საინტერესოდ გაატარეთ: მუზეუმს ეწვიეთ, ეგზოტიკური კერძი დააგემოვნეთ, საინტერესო ფილმს უყურეთ. 



თევზები - სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობთ, საკუთარ გეგმებს ნუ გაუმხელთ და ნურც საქმეებში ჩაახედებთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, პროდუქტების ყიდვისთვის. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

წაკითხვა 844 ჯერ