ამ გვერდის ამობედვა

სიყვარულის ენერგია – ვილჰელმ რეიხის ექსპერიმენტი

“ის ვინც ექსპერიმენტებს ატარებს სიყვარულის მისტერიებთან ეხება არა ანარეკლს, არამედ თავად ჭეშმარიტებას”

მას შემდეგ რაც პლატონმა სოკრატეს ეს სიტყვები დაწერა საუკუნეები გავიდა და მართლაც გამოჩნდა ადამიანი, ვინც სიყვარულის ენერგიასთან მეცნიერულ ექსპერიმენტებს ჩაატარებდა.

 

ეს ადამიანი იყო ვილჰელმ რეიხი. ფროიდის ერთ-ერთი მოსწავლე.

 

იგი შეყვარებულ წყვილებს სამეცნიერო დანადგარების წყალობით აკვირდებოდა. აღმოაჩინა, რომ მათ შორის წარმოიშობა სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც უწოდა ორგონი. მას სჯეროდა, რომ ახალი აღმოჩენით შესაძლებელი იყო განკურნება, ენერგიის აღდგენა, მშვიდობის დამყარება და თვით ამინდზე ზემოქმედებაც კი.

 

რეიხი სპეციალურ ყუთებში ათავსებდა შეყვარებულებს, რომ მათ მიერ გამომუშავებული ორგონის ენერგია შეენახა და მოგვიანებით უზარმაზარი კვლევითი ინსტიტუტი გახსნა, რომ ეს ენერგია ვიზუალურადაც წარმოედგინათ. განკურნა ათასობით ადამიანი, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზითაც და შექმნა აპარატი, რომლითაც შეეძლო ამინდის ცვლილება. 

 

ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ გეტყვით, რომ უსაფუძვლო არ არის მტკიცებულება, რომ

 

✅ იქ სადაც ადამიანები ხანგრძლივად მედიტირებენ ატმოსფერო იცვლება და მკურნალი ხდება;

 

✅სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ის სივრცე იწმინდება და დადებითად აისახება მასში მოხვედრილ ყველა არსებაზე;

 

✅თუ სახლს ყიდულობთ, უმჯობესია იყიდოთ, ის რომელშიც მანამდე ბედნიერი წყვილი ცხოვრობდა.

 

✅თუ ავად ხართ, ხშირად ისტუმრეთ ადამიანები სიყვარულის ენერგიით და უფრო მალე განიკურნებით.

 

ჩაატარეთ ბევრი ექსპერიმენტი სიყვარულის ენერგიაზე...

 

წყარო

წაკითხვა 806 ჯერ