ამ გვერდის ამობედვა

ხაჭოს სალათი ბოლოკითა და კიტრით

ნგრედიენტები:

ხაჭო - 100 გრ
ბოლოკი - 3 ცალი
კიტრი - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
მწვანე ხახვი
არაჟანი - 1 ს/კ
მდოგვი - 1 ჩ/კ
მარილი
შავი პილპილი

მომზადების წესი:

1. ბოლოკი და კიტრი გარეცხეთ და დაჭერით.

2. ხახვი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მწვანე ხახვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.

3. ხაჭოს დააყარეთ ბოლოკი, კიტრი, მწვანე ხახვი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.

4. არაჟანი, მდოგვი და გახეხილი ხახვი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. გადაასხით ეს სოუსი სალათს, გადაურიეთ და შედგით მაცივარში 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

წაკითხვა 681 ჯერ