ამ გვერდის ამობედვა

სამარხვო კექსი

შემადგენლობა:

 
1/4 ჭიქა ზეთი
1-1/2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
1 ს. სოდა
1/2 ჭიქა წყალი
2 ს. ძმარი
3 ჭიქა ფქვილი
6 ს. კაკაო
1 ს. ვანილი



მომზადება:

ჯამში მოვათავსოთ ზეთი და შაქარი და ავურიოთ კარგად.შემდეგ დავამატოთ სოდა, ფორთოხლის წვენი,

განვაგრძოთ თქვეფა. წყალში შევურიოთ ძმარი და დავამატოთ ამ მასას, ვურიოთ დაახლოებით 2-3 წთ.

შემდეგ დავამატო ფქვილი,კაკაო და შაქარი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ

საცხობ ფორმაში, შევდოთ ღუმელში 175 გრადუსზე 50-60 წთ-ის განმავლობაში. როცა გამოცხვება შეგიძლიათ

მოვასხათ მინანქარი ან მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნუში და  თხილი.


 https://receptebi.ge/

 
წაკითხვა 820 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 17 2022