ამ გვერდის ამობედვა

მაკარონის სალათა ბოსტნეულით

ფერადი მაკარონის სალათის რეცეპტი, რომლის მთავარი ინგრედიენტი იტალიური სალათის საკმაზია.

ინგრედიენტები:

450   გრამი სამფერიანი მაკარონი

1⁄2  ჭიქა დაჭრილი სტაფილო

2   ცალი დაჭრილი ნიახურის ღერო

1⁄2  ჭიქა მწვანე ბულგარული

1⁄2  ჭიქა წითელი ბულგარული

1⁄2  ჭიქა ყვითელი ბულგარული

550   გრამი პატარა პომიდორი

1⁄2  ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი

450   გრამი იტალიური სალათის სუნელი

1⁄2  ჭიქა გახეხილი პარმეზანი

 

მომზადების წესი:

დიდ ქვაბში მოხარშეთ მაკარონი. გაავლეთ ცივი წყლის ქვეშ და გადაწურეთ.

დიდ თასში აურიეთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური, წიწაკები, შუაზე გაჭრილი პომიდორი და მწვანე ხახვი. დაუმატეთ გაგრილებული მაკარონი და კარგად აურიეთ. მოასხით იტალიური სალათის სუნელი და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. კარგად ამოურიეთ და მირთმევამდე გააგრილეთ.

 

https://kulinaria.ge/

წაკითხვა 681 ჯერ