ამ გვერდის ამობედვა

საქონლის ხორცის კასეროლე

ინგრედიენტები:

250   გრამი საქონლის ხორცის ფარში

2   ცალი კარტოფილი

200   გრამი ქამა სოკო

1   ცალი ბულგარული წითელი

1   ცალი ბულგარული მწვანე

1   ცალი პომიდორი

1   კბილი ნიორი

300   გრამი მოცარელა/სულგუნი

2   ს/კ მაიონეზი

გემოვნებით მარილი/პილპილი

მომზადების წესი:

პირველ რიგში კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ როცა კარტოფილი მოიხარშება გააცალეთ კანი და დაჭერით რგოლებად.

გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და დააყარეთ ფარში მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით დაუმატეთ დაკეპილი ნიორი მოშუშეთ.

საცხობ ფორმაზე დაალაგეთ მოხარშული კარტოფილი წაუსვით მაიონეზი კარგად დაამატეთ დაჭრილი სოკო და ბულგარული ორივე ფერის დაჭრილი სასურველ ფორმებად დააყარეთ მოშუშული ფარში ზემოდან დაალაგეთ თხლად დაჭრილი პომიდორი თავზე მოაყარეთ გახეხილი მოცარელა ან სულგუნი.

გამოაცხვეთ 30-40 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით.

 

https://kulinaria.ge/

წაკითხვა 302 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2022