ამ გვერდის ამობედვა

მოცვისა და ბანანის კექსი

ინგრედიენტები:

 

3   ცალი კვერცხი

200   გრამი შაქარი

150   გრამი კარაქი

300   გრამი ფქვილი

6   გრამი გამაფხვიერებელი

5   გრამი ვანილი

მწიკვი მარილი

გემოვნებით მოცვი

გემოვნებით ბანანი

 

მომზადების წესი:

 

ჯამში მოათავსეთ კარაქი და შაქარი და კარგად ურიეთ. დაუმატეთ კვერცხი, გამაფხვიერებელი,ვანილი და მწიკვი მარილი. კარგად ამოიყვანეთ მიქსერის მეშვეობით.

 

შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი კარგად აურიეთ მიღებულ მასას დაუმატეთ დაჭრილი ბანანი და მოცვი.

 

გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი და შემდეგ 150 გრადუსზე 10-15 წუთი.

 

გემრიელად მიირთვით.

წაკითხვა 290 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 03 2023