ამ გვერდის ამობედვა

რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი

ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.

 

გამოიყენეთ საკვები თერმომეტრი, რათა შეამოწმოთ, მიაღწია თუ არა ქათმის ხორცმა უსაფრთხო მინიმალურ შიდა ტემპერატურას - 73 გრადუსს, რომელიც საკმარისია მავნე მიკრობების გასაქრობად.

 

ღუმელში გამოსაცხობად, უმჯობესია გამოიყენოთ ქათმის ხორცის ძვლიანი ნაწილები. აუცილებლად გააცხელეთ ღუმელი 10-15 წუთით ადრე 200 გრადუსზე. მოათავსეთ ქათმის ნაჭრები ღუმელში 20-22 წთ, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსზე მომდევნო 10 წთ. შედეგად მიიღებთ საოცრად წვნიან და რბილ ქათმის ხორცს.

 

თუ ქათმის ხორცს წვავთ ტაფაზე, უმჯობესია კარგად გაახუროთ ტაფა, დაასხათ ცხიმი, მოათავსოთ ქათმის ხორცი საშუალო ცეცხლზე 1 წთ. შემდეგ დაუწიოთ გაზს და დაბალ ცეცხზლე გააგრძელოთ 7-10 წთ წვა. ტაფას დაახურეთ თავსახური, რათა შეინარჩუნოს თავისი წვენი. შედეგად მიიღებთ უგემრიელეს ქათმის კერძს.

წაკითხვა 341 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 14 2022