ამ გვერდის ამობედვა

საზაფხულო ბადრიჯნის სალათა

ვისაც გიყვართ ბადრიჯანი, აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს უმარტივესი სალათა.

ინგრედიენტები :

 

ბადრიჯანი - 4 ც

ხახვი - 2 ც

მწვანე ბულგარული წიწაკა - 2 ც

წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ც

სტაფილო - 2 ც

ნიორი - 3 კბილი

მწვანილი

 

მომზადების წესი :

 

გავრეცხავთ ბადრიჯანს, გავყოფთ შუაზე და ვჭრით გრძლად. შემდეგ ვაყრით მარილს და ცოტა ხნით გავაჩერებთ რომ მარილი კარგად შეიწოვოს. გავრეცხავთ და შევწვავთ გახურებულ ტაფაზე.

ამასობაში ვჭრით წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას  გრძლად და წვრილად. ამასაც შევწვავთ,  სტაფილოს ვჭრით წვრილად. ხახვს ვჭრით კუბიკებად და ვწვავთ .

დავჭყლიტოთ ნიორიც, შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მარილი გემოვნებით. შეგიძლიათ სუნელების მოყრა და მაიონეზის მოსხმაც.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 617 ჯერ