3 პატარა ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ ბორშის წვნიანის, ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში
კარგი, წვნიანი და ხასხასა წითელი ბორში თითქმის ყველას უყვარს. ეს ტრადიციული უკრაინული წვნიანი ძალიან სასარგებლოც არის და ძალიან გემრიელიც. ზოგი ხორცსაც უმატებს, ზოგი მხოლოდ ბოსტნეულს სჯერდება.
როგორ უნდა მოვამზადოთ ბორში ისე, რომ ხასხასა წითელი ფერი ჰქონდეს. ალბათ ეს შეკითხვა მსგავსი სახალისო ფორმულირებითაც არაერთხელ შეგხვედრიათ: ბორშისთვის წითელ წყალს სად ყიდულობთ?
ბორშს სიწითლეს ჭარხალი აძლევს, თუმცა დიდხნიანი ხარშვის შედეგად წვენი არა წითელი, არამედ მოყავისფრო ხდება. გიზიარებთ 3 პატარა ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ ჭარხლის, შესაბამისად წვნიანის, ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში.
1. დაუმატეთ ძმარი
ჭარხალს რომ გახეხავთ, ცოტა ძმარი დაასხით და ისე დაუმატეთ წვნიანს.
2. დაუმატეთ ლიმონის წვენი
ლიმონის წვენიც, ძმრის მსგავსად, ჭარხალს შეგიძლიათ მოასხათ. ზოგადად, ნებისმიერი სიმჟავე ჭარხალს ფერს უნარჩუნებს.
3. ჭარხლის ნაწილიბოლოს დაუმატეთ
თუ ძმრისა და ლიმონის გემო თქვენთვის საგრძნობია და არ მოგწონთ, კიდევ ერთ ხრიკს გასწავლით. 2-3 სკ ჭარხალი გადადეთ და ხარშვის დამთავრებამდე 5-8წუთით ადრე ჩაყარეთ წვნიანში. ჭარხლის ეს ოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ წვნიანს ლამაზი წითელი ფერი მიეცეს.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე