ყვავილოვანი კომბოსტოს და ყველის კატლეტები
ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი კერძი მთელი ოჯახისთვის.
შემადგენლობა:
1 ც საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო
250 გრ გახეხილი ყველი
120 გრ საფანელი
1 ც კვერცხი
2 კბილი ნიორი
მარილი
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში. გააჩერეთ 5-7 წუთი. შემდეგ
ამოიღეთ და დაჭერით ძალიან წვრილად. დაუმატეთ ყველი, საფანელი, კვერცხი, დაჭრილი ნიორი
და მარილი გემოვნებით. კარგად აურიეთ. გააჩერეთ 15 წუთი. მიღებული მასისგან გააკეთეთ სასურველი
ზომები და დადეთ საცხობ ფირფიტაზე. შედეთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 10-15 წუთის განმვლობაში.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე