სტეიკი ნაღებისა და პილპილის სოუსით
ინგრედიენტები
- კარტოფილის პიურე და ბროკოლი
- წვრილად დაჭრილი ოხრახუში - 2.00 ს/კ
- ხმელი ტიმიანი (ბეგქონდარა)
- სქელი ნაღები - 150.00 მლ
- დიჟონის მდოგვი - 1.00 ჩ/კ
- პილპილის მარცვლები - 2.00 ს/კ
- ბრენდი - 3.00 ს/კ
- საქონლის სტეიკის ფილე - 800.00 გ (4 ნაჭერი)
- კარაქი - 50.00 გ
მომზადების წესი
ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავაწყოთ სტეიკის ნაჭრები და მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ სასურველ კონდიციამდე. თუ სპეციალურად სასტეიკე ხორცია, 4-დან 6 წუთამდე სრულებით საკმარისია, ხოლო თუ ქართული ძროხის ხორცია, შესაძლოა, დრო ცოტა მეტი დასჭირდეს. ამ შემთხვევაში უპირატესობა ხბოს ხორცს მივანიჭოთ, მალე რომ მომზადდეს. სტეიკები შევახვიოთ ფოლგაში 5 წთ. ნამწვავ ცხიმს დავუმატოთ ბრენდი, 15 წამში - პილპილი, მდოგვი, ბეგქონდარა, ნაღები და 2-3 წუთი ვადუღოთ, შევურიოთ მარილი. სტეიკები მივირთვათ ბროკოლის, პიურესა და სოუსის თანხლებით.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე