ამ გვერდის ამობედვა

შემწვარი სოკო ჩინურად

ინგრედიენტები
 
20   გრამი კარაქი
 
2   კბილი ნიორი
 
1   ჩ/კ დაფქული კამა
 
1   ჩ/კ დაფქული ქინძი
 
1   ს/კ სოიოს სოუსი
 
1   ს/კ კარტოფილის ფქვილი
 
750   გრამი სხვადასხვა ჯიშის სოკო
 
2   ს/კ მშრალი თეთრი ღვინო
 
4   ცალი მწვანე ხახვი
 
1⁄4  ჭიქა წვრილად დაჭრილი რეჰანი
 
2   ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
 
მარილი და პილპილი გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 

გაახურეთ ვოკი, დაამატეთ კარაქი, ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მის მთელ ზედაპირს მოედოს. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, კამა, ქინძი, მარილი, პილპილი და მუდმივად ურიეთ. დაამატეთ სოკო და შუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. სოკოს დაასხით ღვინის, სოუსის და ფქვილის ნაზავი და წამოადუღეთ. ნახევარი წუთის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურული. დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი და ამოურიეთ.

 

წყარო:kulinari.ge

წაკითხვა 97 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 05 2024