ამ გვერდის ამობედვა

ქათმის წვნიანი

ინგრედიენტები
 
6   ჭიქა ქათმის ბულიონი
 
1⁄3  ჭიქა სიმინდის ფქვილი
 
700   გრამი ქათმის ფილე
 
450   გრამი ხახვი
 
1   ჭიქა შავი ლობიო(ქილის)
 
1   ცალი ლაიმის წვენი
 
2   ს/კ პაპრიკა
 
1   ს/კ დაფქული ჩილი
 
1   ს/კ ძირა
 
2   ჩ/კ კაიენის წიწაკა
 
1⁄2  ჩ/კ მარილი
 
2   კბილი დაკეპილი ნიორი
 
იოგურტი ან არაჟანი
 
ტორტილა
 
ქინძი
 
ავოკადო, სურვილისამებრ
 
მომზადების წესი:
 

პატარა თასში ერთ ჭიქა ბულიონში კარგად შეურიეთ სიმინდის ფქვილი. გადაიტანეთ ქვაბში და დაუმატეთ დანარჩენი ბულიონი, ქათამი, დაჭრილი ხახვი, გადაწურული და გარეცხილი შავი ლობიო, ლაიმის წვენი და სანელებლები(პაპრიკა, ჩილი, ძირა, კაიენის წიწაკა, მარილი და ნიორი) და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე ხორცისა და ლობიოს მოხარშვამდე.

 

ორი ჩანგლის დახმარებით, ქათამი პატარა ნაწილებად დააქუცმაცეთ. მიირთვით ცხელი, მორთეთ იოგურტით ან არაჟნით, დაჭრილი ტორტილათი, ახალი ქინძით და ავოკადოთი. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 121 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 10 2024