ამ გვერდის ამობედვა

ჯანსაღი საუზმე რძით - ამზადებთ საღამოს და დილით მიირთმევთ

ინგრედიენტები

  • შვრია - 2 სკ
  • „სოფლის ნობათის“ რძე - 100 მლ
  • იოგურტი - 1 სკ
  • თაფლი
  • სასურველი ხილეული და თხილეული

 

 

მომზადების წესები
 

ქილაში მოათავსეთ შვრია, რძე, იოგურტი და თაფლი. ქილას თავი დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს. ბოლოს დაუმატეთ სასურველი ხილეული (კენკრა, ბანანი, ვაშლი...) და თხილეული (ნუში, ნიგოზი, თხილი...).

 

ქილა მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. შვრია რძითა და იოგურტით გაიჟღინთება და დილით სასიამოვნო კონსისტენციის იქნება.

 

გემრიელად მიირთვით! 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1051 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 10 2020