შოკოლადის ბლინები ნაყინით და თხილით
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2 ცალი
- შაქარი - 1/2 ჭიქა
- რძე - 1/4 ჭიქა
- ვანილი - 1 ს/კ
- კარაქი - 1/4 ჭიქა
- ფქვილი - 1/2 ჭიქა
- კაკაო - 1 ს/კ
- შოკოლადი - 1 ფილა
- ქოქოსის ზეთი - 1/4 ჭიქა
- ვანილის ნაყინი
- დაჭრილი ნიგოზი, თხილი ან ნუში
2 კვერცხი ათქვიფეთ 1/2 შაქართან ერთად, დაუმატეთ რძე, ვანილი, გამდნარი კარაქი, აურიეთ და ჩააცერით 1/2 ჭიქა ფქვილი და 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი. აურიეთ და შეწვით ბლინები ორივე მხრიდან.
შემდეგ გადაიგანეთ ცხაურზე, დააფინეთ პერგამენტი და დააწექით ხელით, რომ დალიანდაგდეს ბლინები. შემდეგ აიღეთ სილიკონის ფორმა, გადმოაბრუნეთ და ჩაალაგეთ მოკეცილი ბლინები ამობურცულ ადგილებს შორის. მოათავსეთ საყინულეში 15 წუთით, რათა ბლინებმა ფორმა შეინარჩუნოს.
ამასობაში, გახეხეთ შოკოლადის ფილა, დაასხით ქოქოსის ზეთი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით.
შემდეგ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფორმამიცემულ ბლინებს შიგნიდან წაუსვით შოკოლადი, მოათავსეთ კვლავ საყინულეში 15 წუთით, შემდეგ გამოიღეთ ჩადეთ გულში ვანილის ნაყინი და შედგით ახლა მაცივარში 2 საათით. სუფრასთან მიტანამდე ბლინების კიდეები ამოავლეთ ჯერ გამდნარ შოკოლადში, შემდეგ კი დაჭრილ თხილში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე