ამ გვერდის ამობედვა

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და ასევე, ადგილზე მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის 80% სრულად ვაქცინირებული იქნება, შესაძლოა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს. 

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომდევნო 2 კვირის ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

 

„თუ სკოლის პედაგოგების, ასევე იქ მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის 80% ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს. ამ ყველაფერს მომავალი 2 კვირის ზოგადი ეპიდსიტუაცია გვაჩვენებს. რა თქმა უნდა, აცრები აუცილებელია, განსაკუთრებით მასწავლებლების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების და უნივერსიტეტის სტუდენტების. სასურველია, რომ ამ თვალსაზრისით 80%-იანი მოცვა გვქონდეს, მაშინ რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ სკოლები და უნივერსიტეტები უსაფრთხოა“,- განაცხადა გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან". 

წაკითხვა 425 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 23 2021