ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი არ აქვს.

 

ეს შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 000-მდე ოჯა­ხი გა­მო­კი­თხა.

 

 

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის 56 %-ს სამი სა­ბავ­შვო წიგ­ნი მა­ინც აქვს, ბავ­შვე­ბის 44%-ს კი ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა მათ­ზე.

 

 

მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა მო­ნა­ცე­მე­ბის სხვა­დას­ხვა ჭრილ­ში გან­ხილ­ვაც. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ბავ­შვე­ბის 26%-ს აქვს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ხოლო ყვე­ლა­ზე მდი­დარ სეგ­მენ­ტში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 75%-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მდი­დარ მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც კი, კვლე­ვამ სრუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ აჩ­ვე­ნა, რაც, შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს, მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნეს ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვთა წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

 

 

 

თუ მო­ნა­ცე­მებს ეთ­ნი­კურ ჭრილ­ში შევ­ხე­დავთ, სა­ხე­ზეა ბავ­შვთა უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით: ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის 70%-ს მი­უწ­ვდე­ბა ხელი წიგ­ნებ­ზე, ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი ბავ­შვე­ბის - 35%-ს, ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 11%-ია.

 

 

 

უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებს შო­რი­საც. თუ დე­და­ქა­ლა­ქე­ლი ბავ­შვე­ბის 68%-ს მი­უწ­ვდე­ბა ხელი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, სოფ­ლის ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 38%-ია.

 

 

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნი ბავ­შვე­ბის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში? რო­გორ უნდა შე­ვურ­ჩი­ოთ სწო­რად წიგ­ნე­ბი ბავ­შვს ასა­კის მი­ხედ­ვით? რამ­დე­ნად ას­რუ­ლე­ბენ სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვთა წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას?

 

 

AMBEBI.GE ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს ანა ჯა­ნე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

 

 

"ასა­კობ­რი­ვად შე­სა­ბა­მი­სი, სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წი­ნე­ბის ქონა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ბავ­შვის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. არამ­ხო­ლოდ სას­კო­ლო მზა­ო­ბის­თვის, არა­მედ მისი ემო­ცი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით­თაც.

 

 

წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტაქ­ტი მყარ­დე­ბა ბავ­შვსა და მშო­ბელს, აღ­მზრდელს შო­რის. რად­გა­ნაც პა­ტა­რა ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვმა კი­თხვა არ იცის და მათ უფ­რო­სე­ბი უკი­თხა­ვენ, აც­ნო­ბენ წიგ­ნებს, რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც უყა­ლიბ­დე­ბათ პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი წიგნ­ზე და უვი­თარ­დე­ბათ წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­წყი­სი უნა­რე­ბი.

 

 

მა­გა­ლი­თად, ბავ­შვე­ბი პირ­ველ ჯერ­ზე იწყე­ბენ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, იგე­ბენ იმას, რომ ის, რა­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მი­თაც გად­მო­ი­ცეს; რომ ში­ნა­არ­სი შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თდრო­უ­ლად ნა­წე­რი სი­ტყვე­ბი­თა და ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ნა­ხა­ტე­ბი­თაც გად­მო­ი­ცეს; აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მა­გა­ლი­თად ჩვენ მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ ვკი­თხუ­ლობთ; რომ ტექ­სტი სი­ტყვე­ბის­გან შედ­გე­ბა, სი­ტყვე­ბი ასო­ე­ბის­გან; რომ სა­ჭი­როა წიგ­ნებს მო­ვუფრ­თხილ­დეთ და ასე შემ­დეგ.

 

 

ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვე­ბის­თვის წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა, ერ­თად თვა­ლი­ე­რე­ბა ხელს უწყობს მათ შე­მეც­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ, წარ­მო­სახ­ვი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. რო­დე­საც უფ­რო­სი უკი­თხავს ბავ­შვს წიგნს, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო, ახ­ლის შე­მეც­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა ბავ­შვის­თვის.

 

 

 

 

- რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რად წიგ­ნე­ბი ასა­კის მი­ხედ­ვით და რა ასა­კი­დან უნდა დი­წყოს წიგ­ნი­სა და ბავ­შვის ურ­თი­ერ­თო­ბა?

 

- წიგ­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვას ასა­კის მი­ხედ­ვით დიდი დატ­ვირ­თვა აქვს. მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი ბავ­შვის­თვის წიგ­ნის მი­წო­დე­ბი­სა, არ არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა ორი-სამი თვი­და­ნაც კი მივ­ცეთ მას წიგ­ნი, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი. არ­სე­ბობს ამ ას­კის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი წიგ­ნე­ბი, რო­დე­საც შე­უძ­ლია კონ­ტრას­ტე­ბის და­ნახ­ვა, ფე­რე­ბის აღ­ქმა - მუ­ყა­ოს ფურ­ცლე­ბით, კონ­ტრას­ტუ­ლი ფე­რე­ბით, ტაქ­ტი­ლუ­რი წიგ­ნე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლე­ბია. ჭრა­ჭუ­ნობს, ფა­ფუ­კია და ა.შ.

 

 

ერთი წლი­დან უკვე სხვა­ნა­ი­რი წიგ­ნე­ბი შე­მო­დის. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სა­ბავ­შვო წიგ­ნებ­ში იმა­ტებს ტექ­სტი, თუმ­ცა სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი წიგ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად ილუსტრი­რე­ბუ­ლია. ერთ-ერთი ბა­ღის აღ­მზრდე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ვერ აინ­ტე­რე­სებს ბავ­შვებს წიგ­ნე­ბით. ვთხო­ვე, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა წიგ­ნი და ეს იყო დიდი ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი წიგ­ნი, ყო­ველ­გვა­რი ილუსტრა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. ცხა­დია, პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვს ასე­თი წიგ­ნით ვერ მი­ი­ზი­დავ. მას ტექ­სტის აღ­საქ­მე­ლად აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა მე­ტად აინ­ტე­რე­სებს, ფე­რე­ბი, ვი­ზუ­ა­ლე­ბი, ილუსტრა­ცი­ე­ბი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

 

 

- რა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რა უნდა წა­ვუ­კი­თხოთ ბავ­შვებს ად­რე­ულ ასაკ­ში?

 

- არ­სე­ბობს წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ბავ­შვე­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც მხო­ლოდ ზღაპ­რე­ბია გან­კუთ­ვნი­ლი, თუმ­ცა რო­გორც დი­დე­ბის­თვის, ასე ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა ტი­პის წიგ­ნე­ბი. არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი პა­ტა­რა ამ­ბე­ბი­თა და ის­ტო­რი­ე­ბით, პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლე­ბი, ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბი, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნე­ბი რა­ი­მე ცნე­ბე­ბის ან მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

 

 

მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იყოს წიგ­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბავ­შვს მისი ასა­კის­თვის შე­სა­ბა­მი­სი და გა­სა­გე­ბი ფორ­მით, ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­ცემს ამ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წიგ­ნე­ბი იყოს ბავ­შვე­ბის უშუ­ა­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ახ­ლოს - მო­ცე­მუ­ლი თე­მე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი, რა­ი­მე სა­ხით უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს მათ პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას.

 

 

ზო­გა­დად, რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­დოს­ნურ ზღაპ­რებს, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თა­ვი­დან ზღაპ­რე­ბი ხალ­ხურ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ში რო­გორც წესი ბავ­შვე­ბის­თვის არ შექ­მნი­ლა - მას ზრდას­რუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს უყ­ვე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა შემ­დეგ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ზოგი ზღა­პა­რი სა­ბავ­შვო აუ­დი­ტო­რი­ას მო­არ­გეს.

 

 

ამის გამო, ტრა­დი­ცი­ულ ზღაპ­რებს სჭირ­დე­ბათ ადაპ­ტი­რე­ბა. თუმ­ცა იქ­მნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ახა­ლი ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბიც. ტენ­დენ­ცია არის იქეთ­კენ, რომ იქ­მნე­ბა ისე­თი ის­ტო­რი­ე­ბი თუ ზღაპ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვის გა­მოც­დი­ლე­ბას­თან არის ახ­ლოს, მარ­ტი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შვე­ბი გა­ი­გე­ბენ მეტს გა­რე­სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, ის­წავ­ლი­ან თა­ნაგ­რძნო­ბას, სხვებ­ზე და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას და ა.შ.

 

 

- ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბის თემა. "ფე­ის­ბუქ­ზე" მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ არაფ­რის მომ­ცე­მი და ასე ვთქვათ უში­ნა­არ­სო ლექ­სის­თვის ბავ­შვე­ბის მოც­დე­ნა არ ღირს. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად სწო­რია ასე­თი მსჯე­ლო­ბა და რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბი?

 

- და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ არ უნდა იყოს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს, ან იმის წა­კი­თხვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც ახა­ლი უნდა გა­ვი­გოთ ან შე­ვი­მეც­ნოთ. ლი­ტე­რა­ტუ­რა ყო­ველ­თვის რა­ღა­ცის მი­სა­ცე­მად არ არის, რო­გორც დი­დე­ბის­თვის, ისე პა­ტა­რე­ბის­თვის.

 

 

პირ­ველ რიგ­ში ის უნდა ანი­ჭებ­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მკი­თხველს, ან სხვა­ნა­ი­რად ანა­ხებ­დეს ამა თუ იმ სა­კითხს, ან რით­მა ჰქონ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო. მთა­ვა­რი ლექსში არის მე­ტა­ფო­რა და რა­ღა­ცის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რო­დე­საც ბავ­შვე­ბის­თვის იქ­მნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის სამ­ყა­როს, მისი ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

 

 

ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვის­თვის ასე­თი ლექ­სე­ბის ში­ნა­არ­სი გა­უ­გე­ბა­რია, ვერ აღიქ­ვამს და ამ პრო­ცესს მისი კოგ­ნი­ტუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს, მე­ტიც - ამ დროს ბავ­შვს შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის, პო­ე­ზი­ის მი­მართ. რაც ბავ­შვს მოს­წონს და მის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ის უნდა წა­ვუ­კი­თხოთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ ერ­თად.

 

 

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ამ მხრივ? რამ­დე­ნად ფლო­ბენ სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის პე­და­გო­გე­ბი ბავ­შვის ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს?

 

- ამ მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვართ. მშობ­ლებ­თან სა­ბავ­შვო ბაღი უნდა მუ­შა­ობ­დეს ამ კუ­თხით, უხ­სნი­დეს და ას­წავ­ლი­დეს, აც­ნობ­დეს, რა შე­იძ­ლე­ბა ას­წავ­ლონ, წა­უ­კი­თხონ ბავ­შვებს ასა­კის მი­ხედ­ვით, რო­გორ შე­არ­ჩი­ონ წიგ­ნე­ბი. მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში აღ­მზრდე­ლებს და პე­და­გო­გებს ხში­რად არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია.

 

 

2016 წლამ­დე "ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის" მი­ღე­ბამ­დე, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი თვი­თონ წყვეტ­და, რო­გო­რი აღ­მზრდე­ლი ჰყო­ლო­და. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბა­ღის აღ­მზრდელს. 2017 წელს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა “აღ­მზრდელ პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი“, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 2024 წლი­დან უკვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ბა­ღის პე­და­გოგს ჰქონ­დეს დარ­გობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა.

 

 

და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ არ­სე­ბობ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ად­რე­უ­ლი სკო­ლამ­დე­ლი პე­და­გო­გი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უქ­მდა. ახლა ისევ ხდე­ბა პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს იქ­ნე­ბა 4 წლი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი. უფრო ადრე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ელო­დე­ბი­ან სა­მი­ნის­ტროს მიერ დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა მოხ­დეს სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტი­რე­ბა.

 

 

ვი­საც აქვს ასე­თი გა­ნათ­ლე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბას 20-40 წლის წინ მი­ღე­ბუ­ლი. ამი­ტომ ეს ცოდ­ნა დღეს არ არის რე­ლე­ვან­ტუ­რი, ხში­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ახალ სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტებს და სა­ჭი­როა გა­დამ­ზა­დე­ბა.

 

 

არა­და სწო­რედ ეს ასა­კია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. პი­როვ­ნუ­ლი ფუნ­დმენ­ტუ­რი უნა­რე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სწო­რედ ად­რე­ულ ასაკ­ში ყა­ლიბ­დე­ბა. ამას­თან, კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რო­დე­საც და­წყე­ბით კლა­სებ­ში ბავ­შვე­ბი შე­დი­ან არა­თა­ნა­ბა­რი სას­კო­ლო მზა­ო­ბით, შემ­დეგ კი­დევ უფრო ღრმავ­დე­ბა ეს უთა­ნას­წო­რო­ბა და დიდი ნაპ­რალს აჩენს აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბებს შო­რი­საც.

 

 

ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, ერთ-ერთ სა­ბავ­შვო ბაღ­ში აღ­მზრდელს შე­მოკ­რე­ბი­ლი ჰყავ­და ირ­გვლივ ბავ­შვე­ბი, წინ ედო წიგ­ნი და უკი­თხავ­და, თუმ­ცა ისე რომ არ აძ­ლევ­და ნა­ხა­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ არ იცო­და, რომ ილუსტრა­ცი­ე­ბი პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ში­ნა­არ­სის აღ­საქ­მე­ლად, წიგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გა­საღ­ვი­ვებ­ლად...

 

 

ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნა­რია, რა­საც უნდა ფლობ­დეს აღ­მზრდე­ლი. ასე­თი მარ­ტი­ვი უნა­რე­ბი, არ მო­ი­თხოვს გან­სა­კუთ­რე­ბულ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სე­მი­ნა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­ნუ­ვი­თარ­დე­თოთ პე­და­გო­გებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღ­მზრდელ­თა და­ი­გეგ­მოს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 2382 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 27 2019