ამ გვერდის ამობედვა

გაფიცვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ: ვინ უჭერს მხარს სომხეთის ოპოზიციას

სომ­ხეთ­ში ისევ არ წყდე­ბა მი­ტინ­გე­ბი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. დღეს დი­ლით ოპო­ზი­ცია მთავ­რო­ბის შე­ნო­ბის ბლო­კი­რე­ბას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "დაშ­ნა­კცუ­ტი­უ­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გე­გამ მა­ნუ­კი­ან­მა გუ­შინ, "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე“ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთავ­რო­ბას სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

 

"მთავ­რო­ბა 11:00 სა­ათ­ზე სხდო­მის გა­მარ­თვას გეგ­მავს. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, 10:00 სა­ა­თი­დან მო­ვახ­დი­ნოთ მთავ­რო­ბის შე­ნო­ბის ბლო­კი­რე­ბა ისე, რომ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არც შეს­ვლის და არც გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მივ­ცეთ. მათი სხდო­მე­ბის ფასი დიდი ხა­ნია კა­პი­კიც არაა. ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს მთავ­რო­ბის სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა წა­ვარ­თვათ,“- აღ­ნიშ­ნა მა­ნუ­კი­ან­მა.

 

მი­სი­ვე თქმით, "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე“ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და იქ გაშ­ლი­ლი კარ­ვე­ბის აღე­ბა­საც არ აპი­რე­ბენ.

 

სომ­ხეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ვრცელ რე­პორ­ტაჟს აქ­ვეყ­ნებს გერ­მა­ნუ­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რის, "დო­ი­ჩე ვე­ლეს“ («Deutsche Welle») ვებგ­ვერ­დი.

 

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას, სა­თა­უ­რით: "გა­ფიც­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წი­ნა­აღ­მდეგ: ვინ უჭერს მხარს სომ­ხე­თის ოპო­ზი­ცი­ას“, მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

 

"სომ­ხე­თის ოპო­ზი­ცი­ამ, რო­მე­ლიც 16 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, 22 დე­კემ­ბერს დი­ლით ერე­ვან­ში, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან, მი­ტინ­გი და­ი­წყო. მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ იც­ვლე­ბა: პირ­ვე­ლი - ქვე­ყა­ნა­ში ცხად­დე­ბა სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი გა­ფიც­ვა; მე­ო­რე - უნდა გა­დად­გეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი და მისი მთავ­რო­ბა.

 

ათა­სო­ბით სო­მეხ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ოპო­ზი­ცი­ის მო­წო­დე­ბას, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­ში არ გა­სუ­ლან. მათ შე­უ­ერ­თდნენ რეს­პუბ­ლი­კის ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის, მათ შო­რის ერევ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბიც. ათო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ გა­ფიც­ვა გა­მო­ა­ცხა­და: ისი­ნი მხო­ლოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებს გა­უ­წე­ვენ დახ­მა­რე­ბას.

 

ერე­ვან­ში არ მუ­შა­ობს ბევ­რი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი. ოპო­ზი­ცი­ის მხა­რე­ზე გა­და­ვი­და თით­ქმის 700-მდე ად­ვო­კა­ტი. და­ხუ­რუ­ლია ის სა­წარ­მო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის "აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­თის“ ლი­დერს, მსხვილ ბიზ­ნეს­მენს გა­გიკ ცა­რუ­კი­ანს ეკუთ­ვნის.

 

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა გა­და­კე­ტეს სომ­ხე­თის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი, მათ შო­რის ვა­ნა­ძორ­ში, იჯე­ვა­ნის - ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

 

ერევ­ნის ცენ­ტრში შეკ­რე­ბი­ლი ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ხმა­მაღ­ლა გაჰ­ყვი­რო­და ლო­ზუნ­გებს - "ნი­კო­ლი - გამ­ყიდ­ვე­ლი და მო­ღა­ლა­ტეა!“, "სომ­ხე­თი ნი­კო­ლის გა­რე­შე!“ და ა.შ.

 

მი­ტინგზე გა­მოს­ვლი­სას ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იშ­ხან სა­გა­თე­ლი­ან­მა და­ა­სა­ხე­ლა პრე­მი­ერ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მის ოთხი შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი: პირ­ვე­ლი - ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­დად­გო­მა; მე­ო­რე - პარ­ლა­მენ­ტი იწ­ვევს რიგ­გა­რე­შე სხდო­მას და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სათ­ვის უნ­დობ­ლო­ბის ვო­ტუ­მი გა­მო­აქვს; მე­სა­მე - გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალს უყე­ნებს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტის გამო და მე­ო­თხე - მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი, მისი წევ­რე­ბის ორი მე­სა­მე­დის მო­თხოვ­ნით, თვი­თონ წყვეტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კითხს. "სა­ერ­თო-ეროვ­ნუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია არ შე­წყდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ რო­მე­ლი­მე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წე­სით ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი არ გა­დად­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იშ­ხან სა­გა­თე­ლი­ან­მა.

გუ­შინ ოპო­ზი­ცი­ამ ალყა შე­მო­არ­ტყა მთავ­რო­ბის სახ­ლს, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბას და რიგ სა­მი­ნის­ტრო­ებს. ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მა რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე კარ­ვე­ბის დად­გმა და­ი­წყო. სხვა­თა შო­რის, ერევ­ნის ცენ­ტრთან ახ­ლოს შე­იმ­ჩნე­ვა სპე­ცტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის ჭარ­ბი ძა­ლე­ბი". წყა­რო

 

არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბე­ბის უკან რუ­სე­თი დგას, რო­მე­ლიც მთელ ამ პრო­ცე­სებს ყა­რა­ბაღ­ში იმი­ტომ შეხ­ვდა ასე­თი სიმ­შვი­დით, რომ მისი მი­ზა­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად და­სავ­ლე­თის­კენ მომ­ზი­რა­ლი ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­შო­რე­ბაც იყო.

 

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

წაკითხვა 351 ჯერ

სიახლეები