პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბრიტანეთის ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პრინცი ფილიპი საბერძნეთის კუნძულ კორფუზე 1921 წლის 10 ივნისს დაიბადა.
ედინბურგის ჰერცოგი სამეფო საზღვაო ფლოტს იუნკრის სტატუსით 1939 წელს შეუერთდა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა.
პრინცი ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის ნიშნობა დედოფლის 21-ე დაბადების დღეზე, 1947 წლის ივლისში გამოცხადდა. ოთხი თვის შემდეგ, 20 ნოემბერს ისინი ვესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდნენ. სამეფო წყვილს ოთხი შვილი შეეძინა.
წლების განმავლობაში პრინცი ფილიპი აქტიური იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ედინბურგის ჰერცოგი 780-ზე მეტი ორგანიზაციის მფარველი, პრეზიდენტი ან უბრალოდ წევრი იყო.
2017 წლის ნოემბერში პრინცმა ფილიპმა და დედოფალმა ქორწინების 70 წლისთავი აღნიშნეს.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა