ამ გვერდის ამობედვა

''უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად''

უკრაინა მზად არის დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს დრო საუბრისთვის, რომელიც უსარგებლოა. ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვართ ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად" ,-განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 150 ჯერ