ამ გვერდის ამობედვა

''აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში''

ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის გადმოცემის შეფერხება, ნებისმიერი შეზღუდვა რეალურად არის მოწვევა რუსეთისთვის კვლავ დაგვარტყას და დაგვარტყას. ოკუპანტებს - ამ ტერორისტებს - მთელი ძალით უნდა დავარტყათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში სამიტზე შეიკრიბნენ, აქვთ საკმარისი საერთო პოტენციალი, რათა შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინის და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.

 

„მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ. დროულად გვჭირდება - იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამ ომში სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან სწორედ აქ - კიევის ცაზე, ოდესასთან მახლობლად ზღვაში, ხარკოვის მიწაზე, დონბასში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში - წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში. აქ, უკრაინაში და არსად სხვაგან“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსული იარაღის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღით.

წაკითხვა 168 ჯერ