ამ გვერდის ამობედვა

''ამერიკულ არჩევნებში უკრაინა ჩაერია'' - რუსეთის დუმის სპიკერი

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბადენს ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელება.

დღეს, 21 ივლისს, ვოლოდინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რამდენიმე თვეში, აშშ-ში ჩატარდება კონგრესის შუალედური არჩევნები და პრეზიდენტ ბაიდენისთვის „უკიდურესად მნიშვნელოვანია კონგრესში მომხრეთა უმრავლესობის შენარჩუნება“, რადგან „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, იმპიჩმენტი გამოუცხადონ“. რომელ ინფორმაციას ეყრდნობა ვოლოდინი, გაურკვეველია. როგორც დუმის სპიკერი წერს, „ამერიკულ არჩევნებში უკრაინა ჩაერია“ და კონგრესის შუალედურ არჩევნებში "მნიშვნელოვან როლს უკრაინა ასრულებს".

 

აშშ-ის სპეცსამსახურებს დადასტურებული აქვთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა და კიბერშეტევებით კონგრესის არჩევნებში ჩარევის მცდელობებიც. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ამერიკული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შეეცდება 2022 წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩარევასაც.

წაკითხვა 192 ჯერ