ბულგარეთში გაიხსნა გაზსადენი IGB, რომლითაც ქვეყანა ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან მიიღებს
ბულგარეთში გაზსადენი IGB გაიხსნა, რომლითაც ქვეყანა ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან მიიღებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გაზსადენის გახსნის საზეიმო ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქში დღეს გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრო. მან გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვებას, ბულგარეთისთვის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა.
„ადრე ბულგარეთი გაზის 80 პროცენტს რუსეთიდან იღებდა. ეს იყო მანამდე, სანამ რუსეთი გადაწყვეტდა უკრაინის წინააღმდეგ ამ საშინელი ომის და ევროპის წინააღმდეგ ენერგეტიკული ომის დაწყებას. ეს გაზსადენი არის თამაშის ცვლილება ბულგარეთისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ლაიენმა.
როგორც სააგენტო წერს, გაზსადენი ერთმანეთთან აკავშირებს ბულგარეთის ეროვნულ გაზის ქსელს და საბერძნეთის გაზის ქსელს. გაზსადენით ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან საბერძნეთის გავლით ბულგარეთს უნდა მიეწოდოს, იქიდან კი სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთსა და უნგრეთს. ახალი გაზსადენის მეშვეობით ბულგარეთი ყოველწლიურად ერთი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას შეძლებს.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე