ამ გვერდის ამობედვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. რაკეტამ კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთ ნაწილს გადაუფრინა, რის გამო ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობამ თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა, შეფერხდა მატარებლების მიმოსვლა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ფხენიანმა იაპონიის თავზე რაკეტა გაუშვა. იაპონიის ხელისუფლების ცნობით, რაკეტა წყნარ ოკეანეში, იაპონიის სანაპიროდან დაახლოებით სამი ათასს კილომეტრში ჩამოვარდა.

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედება და ამას ძალადობრივი ქმედება უწოდა.

 

იაპონიის მთავრობამ რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფხენიანის მიერ გაშვებული მეხუთე რაკეტაა. გასულ შაბათს ორი რაკეტა ჩამოვარდა ზღვაში, იაპონიის ეკონომიკური ზონის სიახლოვეს.

 

მანამდე, გასულ კვირას აშშ-მა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნა გამართეს.

წაკითხვა 186 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 05 2022