ამ გვერდის ამობედვა

ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებზე განხორციელდა 7 სარაკეტო დარტყმა, ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან და ადგილზე მაშველები მუშაობენ.

 

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხარკოვზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წაკითხვა 157 ჯერ