ამ გვერდის ამობედვა

მედიის ინფორმაციით, ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა გახსნა.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მცირეწლოვნების გარდა, ზრდასრულებიც არიან.

 

როგორც მედია იუწყება, პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. თავდასხმის მოტივი უცნობია.

წაკითხვა 162 ჯერ