ყირიმის ხიდზე ხანძარია
ყირიმის ხიდზე, რომლითაც ანექსირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწვავის ავზს გაუჩნდა.
სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ვრცელდება ცნობა, რომ ხიდზე გადაადგილება შეჩერებული იყო.
რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად, მატარებელი ქერჩის სადგურიდან გაყვანილია და მიმდინარეობს საავარიო სამუშაოები.
ყირიმის ხიდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა. ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე