ამ გვერდის ამობედვა

"ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს"- ოლაფ შოლცი

უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს.

 

„2008 წელს ბუქარესტში ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გრძელვადიანი პერსპექტივები. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. ასევე იმიტომ, რომ ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

წაკითხვა 150 ჯერ