ამ გვერდის ამობედვა

რუსებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 3 და დაშავდა 26 ადამიანი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა წუხელ ოდესის ცაზე რუსების მიერ გაშვებული 8 „კამიკაძე“ დრონი და რამდენიმე რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელმა სერჰი ბრაჩუკმა განაცხადა.

„ღამით ოდესის ცაზე თავდაცვის ძალებმა მტრის 8 „კამიკაძე“ დრონი და 2 რაკეტა გაანადგურეს. Shahed-ის ნამსხვრევები მრავალბინიან სახლს მოხვდა და რამდენიმე მიმდებარე შენობა დააზიანა. დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა 26, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მოგვიანებით, ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" წარმომადგენელმა ნატალია გუმენიუკმა დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში რუსების თავდასხმის დროს Shahed-ის ტიპის 8 დრონი გაანადგურეს. მისი ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, 26-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

წაკითხვა 192 ჯერ