ამ გვერდის ამობედვა

სტამბოლში დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყალბი მილიარდი დოლარის აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ

მილიარდი ყალბი ამერიკული დოლარის ფლობის ფაქტზე სტამბოლში რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ისინი აღნიშნული ფულის აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ.

 

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის – ერთი, შვედეთის – სამი, დიდი ბრიტანეთის – ერთი და განას ერთი მოქალაქე.

 

სამართალდამცავებმა ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს და სეიფებიდან 100-დოლარიანი ყალბი კუპიურები ამოიღეს.

წაკითხვა 244 ჯერ