ამ გვერდის ამობედვა

პორტებში, რომლებსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება, რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

ტერორისტების თავდასხმა ოდესაზე გვიჩვენებს, რომ რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება. ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

 

მისი განცხადებით, „რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება“.

 

წაკითხვა 189 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2023