ამ გვერდის ამობედვა

უკრაინის ქალაქები კვლავ დაიბომბა, არის მსხვერპლი

15 აგვისტოს, ღამით, უკრაინის ქალაქ ლუცკიზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები და დაინგრა სამრეწველო საწარმო.

ლუცკის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ პოლიშუკის თანახმად, დილის 07:35 საათის მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

წუხანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები ლვოვში. ლვოვის მერის, ანდრი სადოვის განცხადებით, რაკეტების ნაწილი მოიგერიეს, თუმცა ნაწილი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.

 

15 აგვისტოს, ღამით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპრში, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკშიც.

წაკითხვა 171 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 15 2023