ამ გვერდის ამობედვა

მაჰაჩყალაში დაღუპულების პატივსაცემად დაღესტანში გლოვის დღე გამოცხადდა

უკანასკნელი ცნობით, 27 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია, დაშავებულებს შორის კი -11.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ, 14 აგვისტოს, მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, აფეთქებას წინ უძღოდა ხანძარი.

 

დაღუპულთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო 1 მლნ რუბლის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის, დაშავებულთა ოჯახის წევრებს კი - 400 ათას რუბლს.

 

მომხდარზე, რომლის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები და დაიწვა 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობით მომსახურების გაწევის ფაქტზე.

 

დაღესტნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია გლოვის დღე, დაშვებულია დროშები.

წაკითხვა 189 ჯერ