ამ გვერდის ამობედვა

რუსეთში ყოველთვიურად 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება

რუსეთში მობილიზაცია გრძელდება და მის ფარგლებში ყოველთვიურად დაახლოებით 20 000 ადამიანის მობილიზება ხორციელდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„ყოველდღიურად და ყოველთვიურად მობილიზაციის აქტივობები გრძელდება და ყოველთვიურად 20 000-მდე ადამიანის მობილიზება ხორციელდება", - აღნიშნა იუსოვმა.

 

მისი თქმით, საუბარია იძულებით მობილიზაციაზე, რომელიც თანამდებობის პირების და ოლიგარქების შვილებს არ ეხება.

წაკითხვა 160 ჯერ